ქვემო ქართლში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბში განაცხადეს.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 185, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 63, გურია – 26 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 61, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5”, – განაცხადეს შტაბში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24საათში კორონავირუსის ინფექციით 25 პაციენტი გარდაიცვალა.