8 თვის იყო, როცა 15 სახეობის ხატს ცნობდა – 5 წლის ალექსანდრე, რომელსაც თოვლის ბაბუასგან “განსავითარებელი წიგნები” სურს

5 წლის ალექსანდრე ბარბაქაძე პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თანატოლებისგან, აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემოა და სურს ყველა მის კითხვას ოჯახის წევრებმა ძალიან სწრაფად გასცენ პასუხი.

როგორც ალექსანდრეს ბებია იამზე ქველაძე „რეგიონულ კვირას“ უყვება, 8 თვის ასაკში ალექსანდრე 15 სახეობის ხატს არჩევდა ერთმანეთისგან. ამ ასაკში არ ლაპარაკობდა თუმცა, როდესაც ხატის სახელს ეუბნებოდნენ თავად თითით მიუთითებდა ხატზე.

„ ჩემი აზრით, დაბადებიდან გამოირჩეოდა ეს ბავშვი მისი ასაკის ბავშვებისგან, სამი თვის რომ იყო მელოდიას თავისებურად ღიღინებდა და ცეკვავდა დაწოლილი. უამრავი კითხვა უტრიალებს თავში, ხან ისეთ რამეს შეგვეკითხება შემეშინდება ხოლმე, ამ ასაკში საიდან იცის ასეთი რამეები“, – გვიყვება იამზე.

ალექსანდრე ქართულად წერს და კითხულობს, იცის რუკაზე კონტინენტები და ქვეყნები, მიგვითითებს თუ რომელ კონტინენტზე რომელი ცხოველი მდებარეობს. ასევე ხატავს და ცდილობს პატარა ძმას შეასწავლოს ანბანი. მშობლებს სთხოვს, რომ უყიდონ ბევრი რუკა და განსავითარებელი წიგნები.

ალექსანდრეს დედა გვიყვება, რომ როცა ჰკითხეს თუ რა სურდა თოვლის ბაბუას ეჩუქებინა მისთვის პასუხად მიიღეს –  სწორედ განსავითარებელი წიგნები.

„ როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად წინასაახალწლოდ მე და ჩემმა მეუღლემ ვკითხეთ ალექსს რა გაუხარდებოდა თოვლის ბაბუისგან საჩუქრად. მისი პასუხი ისეთი მოულოდნელი იყო ორივესთის, ყურებს არ ვუჯერებდით. კი ძალიან უყვარს წიგნები, რუკები ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ 5 წლის ბავშვი თოვლის ბაბუას რომ სთხოვს განსავითარებელი წიგნები მომიტანეო, რა თქმა უნდა, გასაკვირია“, – გვითხრა მარიამ ქველაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები