სოციალური თანადგომის ახალი წელი საგარეჯოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა, 2019 წლის დეკემბრიდან, წინასაახალწლოდ,  ერთგვარი ტრადიცია დაამკვიდრა –
გასულ წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა აღრიცხულ მოქალაქეს მისი სურვილის შესაბამისად, მერის ინიციატივით, საჩუქრები გადაეცათ.
წელს-კი მიზნობრივ ჯგუფს, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები შეადგენენ, რომელთა სარეიტინგო ქულა მინიმალურია…
რა თქმა უნდა ტრადიცია უცვლელია და ბატონი გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივაც…
გასულ კვირას, კულტურისა და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით, მოხდა ასაკის შესაბამისობით საჩუქრების შეძენა, შეფუთვა და სურვილების ასრულების დროც დადგა…
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და  დონორი ორგანიზაციები აგრძელებენ სოციალური სოლიდარობის აქციას და სხვადასხვა მიზნობრივი კატეგორიისთვის საახალწლო ამანათების მზადებას…

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები