“ შურისძიების გამო, მკვლელობა გამორიცხულია” – რას ყვება თელავის საავადმყოფოს დირექტორის ბიძაშვილი

თელავის საავადმყოფოს გარდაცვლილი დირექტორის მკვლელობის მოტივზე “რეგიონულ კვირას”  მისი ბიძაშვილი ესაუბრა. როგორც აკა საჩიშვილმა განაცხადა, ზურაბ საჩიშვილს ვანო ზონდერაშვილთან ახლო ნაცნობობა არ აკავშირებდა და მათ შორის წარსულში მომხდარი შურისძიების გამო, მკვლელობა გამორიცხულია.

” მათ შორის ახლო ნაცნობობა არ ყოფილა, ზურა ძალიან უკონფლიქტო პიროვნება იყო, გამორიცხულია მომხდარი წარსულში შურისძიებას უკავშირდებოდეს”,- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” აკა საჩიშვილმა.

მისივე თქმით, რამდენი ტყვია გაისროლა თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ,  ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები