მარნეულის კლინიკაში 24 წლის ექიმი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში “ავერსის” კლინიკაში 24 წლის ექიმი გარდაიცვალა.
კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი.

,,სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ თრომბია. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო უკვე შემდგარი ექიმი, უნიჭიერესი”
გვითხრეს კლინიკაში.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კლინიკიდან სახლში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები