თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მკვლელობამდე სოფელ იყალთოში, სუფრაზე იმყოფებოდა.
როგორც ” რეგიონულ კვირას” ერთ-ერთი ოჯახის წევრმა განუცხადა, მოკლულმა, ზურაბ საჩიშვილმა და თელავის რაიონილი სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილემ ერთმანეთი, მის დაბადების დღეზე, სუფრაზე გაიცნეს და მათ შორის არანაირ უთანხმოებას ოჯახში ადგილი არ ჰქონია.
დავით ლაჩაშვილის ინფორმაციით, ისინი სახლიდან 1 მანქანით, დაახლოებით 23:00 სთ- ზე გავიდნენ.
” არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა სუფრაზე, ზურა ჩემს გვერდით იჯდა და ვანო ზანდარაშვილი მოგვიანებით შემოგვიერთდა, სუფრის ბოლოში დაჯდა, ერთმანეთთან კომუნიკაცია არც ჰქონიათ. ვანო გვიან შემოგვიერთდა და 1-2 ჭიქა თუ ექნებოდა დალეული, რაც შეეხება ზურას და სუფრის სხვა წევრებს, ცოტა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მომხდარზე პოლიციამ შემატყობინა”,- განაცხადა დავით ლაჩაშვილმა.
მისივე თქმით, თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, კონფლიქტური პიროვნება არ იყო და მსგავსი შემთხვევას, მასთან მიმართებაში ვერ გაიხსენებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ იყალთოში მოხდა, რა დროსაც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.