სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 31 შემთხვევა გამოვლინდა

 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 31 სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა
აქედან თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 101, შიდა ქართლი – 119, გურია – 40, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 110, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10”,-განაცხადა სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები