140 ახალი შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი – სამეგრელოში კოვიდინფიცირების რიცხვი კვლავ დაბალია

კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ დაბალია, ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 154 მოქალაქე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით კოვიდ-19-ით ბოლო 24 საათში გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.

რუხის კლინიკაში 110 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნლობს, მათ შორის 85-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ხოლო მძიმე 6-ის. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული 24 მოქალაქეა მოთავსებული, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 7. “სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 ინფიცირებული მოქლაქე, საიდანაც მძიმეა 11-ის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 21 პირია მოთავსებული. სენაკის “ლაზიკა მედში” – 36 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 154 მოქალაქე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 42 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები