ქვემო ქართლში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 101 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 101, შიდა ქართლი – 119, გურია – 40, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 110, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10”, – განაცხადა, ბადრია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24საათში კორონავირუსის ინფექციით 39 პაციენტი გარდაიცვალა.