აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით,
ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 286 ადამიანი, კოვიდკლინიკა კი დატოვა და ბინაზე გაეწერა 68 პაციენტი.
ამ დროისთვის, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მართვით სუნთქვაზე 33 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 524 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში კი 562 პირია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები