დღეს,საქართველოში კორონავირუსის 1784 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი ინფიცირებულებიდან იმერეთს 281 კოვიდ დადებითი პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს
1 134 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 234 .
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა. 75 და 83 წლის პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, ვირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.