პოლიციამ წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ს.გ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები