თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი – ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი კაცი – მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი – ლევან ბერძენიშვილი.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.
”რეგიონული კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.