ბათუმში მთავარი ნაძვის ხე აინთო. წლების განმავლობაში 25 დეკემბერს ბათუმის მთავარი ნაძვისხის ანთების ცერემონიალი განსაკუთრებულად აღინიშნებოდა, თუმცა პანდემისს გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია.
,,წელს ჩვენ უჩვეულო ამპლუაში გვიხდება ბათუმის მთავარი ნაძვის ხის ანთება. მოგეხსენებათ, გასულ წლებში ამ დღეს ასობით ადამიანი იყო აქ შეკრებილი. იყო ზეიმი, სადღესასწაული განწყობა, ბავშვების ჟრიამული, რომელიც დღეს ძალიან დაგვაკლდა. პანდეემიდან გამომდინარე, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბური ღონისძიებები არ ჩაგვეტარებინა. ალბათ, ყველამ იცით, რომ ბათუმში, უკვე წლებია, ყოველ 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების დროს, ჩვენ ბინებს გადავცემთ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ. ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს, 4 ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ.
ამ ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, მინდა ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ პანდემიასთან ბრძოლაში”,- განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანი. იგი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს ოჯახთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდმა.