კახეთში 400-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა
კახეთში, 400-მდე ოჯახს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა. ინიციატივა “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს, მაჰირ მამედოვს ეკუთვნის. აღნიშნული დახმარების ყუთები დღეს კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს გადაეცა, დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს ეტაპობრივად დაურიგდება.
სასურსათო პროდუქტების
გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ზუბიტაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა მიიღეს.
“სოკარ ენერჯი ჯორჯიას ” გენერალურმა დირექტორმა, გადაწყვიტა, რომ ჩვენთან, თანამშრომლებთან ერთად საკვები პროდუქტით დავხმარებოდით ოჯახებს. კახეთში, 400 ოჯახი მიიღებს დახმარებას, ესენი იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები”,- განაცხადა დავით ზუბიტაშვილმა.
“დღეს, განსაკუთრებით, კოვიდ 19-ის რეჟიმის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დახმარება. აღნიშნული ტვირთი დღესვე მიეწოდებათ მუნიციპალიტეტებს და შემდგომში გადაეცემათ მათ, ვისთვისაც განკუთვნილია”,- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
ინიციატივა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება.