რა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ქალაქ ახალციხეში

ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე განხორციელდა და მუნიციპალიტეტი ახალ 2021 წელს ახალი პროექტებითა და გეგმებით იწყებს.

“რეგიონული კვირა” დაინტერესდა, თუ რა სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის გასავითარებლად და გასაძლერებლად:

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის 700-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო საყრდენი კედელი. გზის რეაბილიტაცია ასევე დასრულებულია, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125-ში მდებარე კორპუსამდე.
სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 060 906 ლარით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს; II ეტაპზე – გზის 250-მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო. მიმდინარე წელს განხორციელებული III ეტაპის სამუშაოებით კი მთლიანად დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 14 მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კეთილმოეწყო 13 კილომეტრამდე სიგრძის გზა, ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე კი საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
უფრო მეტი დეტალი ნახეთ „რეგიონული კვირას“ სიუჟეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები