გიორგი მანველიძე: თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ბევრი პროექტი განხორციელდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი მანველიძე თორნიკე რიჟვაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩევას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

“დღევანდელ დღეს ჰქონდა ლოგიკური დასასრული, რადგან მიმაჩნია, რომ თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ბევრი პროექტი განხორციელდა, მათ შორისაა მუყაოს ქალაქის მშენებლობა, სადაც ოჯახები საცხოვრებელ სახლებს მიიღებენ, ასევე ქობულეთში ,,მწვანე ქალაქის“ მშენებლობა და არაერთი პროექტი რომელსაც საფუძველი ჩაეყარა სწორედ თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით“,-განაცხადა გიორგი მანველიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძესა და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გუნდსა და სამთავრობო პროგრამას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები