რუსთავში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების მეორე ეტაპი დასრულდა

დღეს რუსთავში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების მეორე ეტაპი დასრულდა. მერიის დახმარება, ამ ამჯერადაც, საბავშვო ბაღების 6503 აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.
სურსათის გაცემა, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მოხდა. პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საბავშვო ბაღებიდან საკვები, რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე მეორედ გასცა.
ბაგა-ბაღებიდან საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე კახა გურული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
,,რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის დღეს დასრულდა საკვები პროდუქტის გადაცემის პროცესი. 6500-ზე მეტმა ოჯახმა, 12 დასახელების პროდუქტი მიიღო. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათი, მათ ოჯახებს გადავეცით“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.
სასურსათო კალათების დარიგების პროცესი, ბაღებში გუშინ დაიწყო დღეს დასრულდა. ჯამში საკვები პროდუქტი 650-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. ამავე რაოდენობის ბენეფიციარმა ისარგებლა მერიის სასურსათო პაკეტით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გადაცემის პირველ ეტაპზეც. სურსათის დარიგების აქცია რუსთავის მერიამ პანდემიის პირველი ტალღის პერიოდშიც ჩაატარა.
,,ჩვენ გამოვნახეთ სახსრები იმისთვის, რომ სურსათი, რაც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, გადაგვეცა მათი ოჯახებისთვის. მოხარული ვარ, რომ აბსოლუტურად ყველა ბაღმა შეძლო, ძალიან ოპერატიულად და ორგანიზებულად, 6500-ზე მეტი ბავშვისთვის და მათი ოჯახისთვის გადაეცა სასურსათო კალათები. წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მესამედ დავურიგეთ ბაღების აღსაზრდელებს მათთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.
დღესვე საკვები პროდუქტი და ტკბილეული გადაეცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის იმ 117 აღსაზრდელსაც, ვინც ცენტრში კვების სერვისითაც სარგებლობს
,,შშმ პირთა ცენტრი, სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს ბენეფიციარებს, მათი გარკვეული ნაწილის კვებით უზრუნველყოფაც, სასწავლო წლის განმავლობაში, ადგილზე ხდება. გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, ჩვენ გამოვნახეთ სახსრები, შევიძინეთ საკვები პროდუქტი, რომელიც გადავეცით 117 აღსაზრდელს. ცენტრს თვითმმართველობა აფინანსებს, მათ მიმართ მზრუნველობას იჩენენ რიგითი რუსთაველები და ადგილობრივი ბიზნესიც . მიხარია, რომ საახალწლოდ შეიკრა საკმაოდ კარგი კალათა, რომელიც დღეს მათ ოჯახებს გადავეცით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელების გარდა, პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში, რუსთავის მერია, სურსათით უკვე 8000 განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახსაც დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები