თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 26 დასახლებაში გარე განათების სისტემების მონტაჟი განხორციელდა
2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 26 დასახლებაში გარე განათების სისტემების მონტაჟი დასრულდა.
გარე განათების სისტემები შემდეგ დასახლებულ პუნქტებში მოეწყო: წინწყარო,
გოლთეთი, ქოსალარი, შიხილო, ენაგეთი, ვაშლოვანი, ერტისი, ორბეთი, ახალი ზირბითი, დიდგორი, სამშვილდე, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, ფარცხისი, ხოპისი,
დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ივანოვკა, ნავთიანი, სამღერეთი, შამთა, წვერი, ვანათი,
დრე, ნაპილნარი, არხოტი.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ ხელშეკრულებების მიხედვით 214 352 ლარი შეადგინა.