ლაგოდეხში ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო კალათები გადაეცათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო კალათები დაარიგა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს სასურსათო კალათა მოიცავს 15 დასახელების პროდუქტს, რომელიც გადაეცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს. ჯამში 1 488 ოჯახმა მიიღი საახალწლოდ მერიის სასურსათო ნობათი. დარიგების პროცესში მკაცრად იქნა დაცული მთავრობის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები