თამარ გაბუნია: საქართველოში “რემდესივირის” გამოყენება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დაიწყო, რაც პრეპერატის დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ ითვალისწინებს

“საქართველოში “რემდესივირის” გამოყენება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დაიწყო, რაც ითვალისწინებს რემდესივირის დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, “რემდესივირის” გაცემასა და კოორდინაციას მონიტორინგს ინფექციური დაავადებებისა და შიდსის ცენტრი უწევს და პროგრამაში უკვე რამდენიმე პაციენტი ჩაერთო.

„საქართველოში “რემდესივირის” გამოყენება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დაიწყო, რაც ითვალისწინებს “რემდესივირის” დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ. კომისიაში 8 ექსპერტი შედის და იმისთვის, რომ “რემდესივირი” რომელიმე პაციენტს დაენიშნოს მისივე ინფორმირებული თანხმობით, აუცილებელია 2 ექსპერტის გადაწყვეტილება.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს, თუ რამდენად დეტალურად იქნება დაცული რემდესივირის გამოყენების პირობები. მნიშვნელოვანია ის პრობები, რომელიც ჩვენს გაიდლაინშია ასახული და ეს წაეყენება თითოეულ კლინიკას, ასევე ინფორმირებული თანხმობა, კლინიკური გადაწყვეტილება და ასევე ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ მიმდინარე მონიტორინგი პაციენტებზე აქტიურად განხორციელდეს, რომ შესაძლო გვერდითი მოვლენა დროულად გამოვლინდეს და, რა თქმა უნდა, დანიშვნის კრიტერიუმებიც გაწერილია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები