სამეგრელოში კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვმა იკლო

კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა იკლო. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 255 მოქალაქე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 81 წლის ხობის მკვიდრი სამტრედიის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო მეორე – 88 წლის მამაკაცი თბილისის რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში.

რაც შეეხება რეგიონს, რუხის კლინიკაში მკურნალობს 121 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული 25 მოქალაქეა მოთავსებული, საიდანაც 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა- 8.

სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, რომელთაგანაც მძიმეა 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 21 პირია მოთავსებული. სენაკის “ლაზიკა მედში” – 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 255 მოქალაქე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 47 ადამიანი.
ქვეყანაში ჯამში გამოვლენილია კორონავირუსის 218 724 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 196 220-მდე. გარდაიცვალ სულ 2313 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები