რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა
გასულ 24 საათში ამბროლაურში, ონში, ცაგერსა და ლენტეხში კოვიდინფიცირების 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა- ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა გიორგი ონიანმა, ნატო დვალმა და თეა გურგუჩიანმა განუცხადეს. 11 დაინფიცირებულიდან 5 – ამბროლაურის, 2 – ცაგერის, 1 – ლენტეხის და 3 კი ონის მკვიდრია.
სპეციალისტების შეფასებით, რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ახალი გამოვლენილი დაინფიცირების ფაქტები ძირითადად თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საჭირო რეგულაციები.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 24 დეკემბრისთვის თვითიზოლაციაში 200- მდე ადამიანია მოთავსებული.