სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარაში – 97, იმერეთში – 259, ქვემო ქართლში – 168, შიდა ქართლში – 145, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 112, კახეთში – 108, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
ცნობისთის, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 218 724-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელდა კიდევ 1 515 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 196 220 გახდა.