აჭარაში კოვიდინფიცირების მაჩვენებლის კლება ნარჩუნდება – 97 ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში
გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვალება დაფიქსირდა. გარდაცვლილი პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid-19 კიდევ 290-მა პაციენტმა დაამარცხა. დღემდე გამოჯანმრთელებულია 29 884 მოქალაქე.
კლინიკა დატოვა და ბინაზე გაეწერა 47 პაციენტი.
ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 568 პირი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში – 601, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 1761 მოქალაქე იმყოფება.