კახეთში არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. საქმე 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 16 წლის გოგონას გატაცებას ეხება, როდესაც
ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.