ქვემო ქართლში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 168 ახალი შემთხვევიდან 63 რუსთავში დაფიქსირდა
რუსთავში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მათგან 60 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 146 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 59-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 259, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 145, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.