აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას ამტკიცებს. დღესვე დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტიც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს, დეპუტატებმა გუშინ მოუსმინეს.
დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ კი მათ ის სამთავრობო პროგრამა გააცნო, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. მან ასევე სხდომაზე შეკრებილების შეკითხვებსაც უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ უცვლელია საბჭოს თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. მთავრობის დასამტიცებლად საჭიროა არანაკლებ 11 დეპუტატის მხარდაჭერა.