კახეთში კოვიდ 19-ით 2 პირი გარდაიცვალა

კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19- ის დიაგნოზით 2 პირი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ორივე მათგანი ასაკოვანი იყო და მკურნალობის კურსს კოვიდ კლინიკებში გადიოდნენ.

” ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 2 პაციენტი, ორივე ასაკოვანია, 1 ქალბატონი სიღნაღის რაიონიდან, გარდაიცვალა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში, 1 მამაკაცი ლაგოდეხის რაიონიდან,გარდაიცვალა თელავის რაიონულ საავადმყოფოში”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დღის განმავლობაში, კორონავირუსით 165 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები