ბათუმის სათნოების სავანეში 95-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა
ბათუმის ,,წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში”, 95-მა პირმა კორონავირუსი დაამარცხა. სათნოების სახლში ძირითადად ხადაზნულები ცხოვრობენ. მათგან უხუცესი 87 წლის ქალია.
როგორც თავშესაფრის დირექტორმა ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა, ამ ეტაპზე, მკურნალობას მხოლოდ ერთი ხანდაზმული გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაწესებულება ისევ საკარანტინე რეჟიმზეა გადასული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით 11 მოხუცი გარდაიცვალა.