საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და ე.წ. „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.