ონის ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგება გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში პანდემიიდან გამომდინარე, აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს.24 დეკემბერს მერიისა და ადგილობრივი
ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით ბაგა-ბაღის აღსაზრდელებზე არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მეექვსე ეტაპი განხორციელდა და ბენეფიციარებმა თავიანთი კუთვნილი ულუფა მიიღეს. პროდუქტების დაფასოების და მშობლეზე გაცემის პროცესი ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა. ონში 150 ბავშვს 18 დასახელების პროდუქტი დაურიგდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8.037 ლარი შეადგინა . საახალწლო ნობათს ქ. ონის ბაგა-ბაღში – 138, , სოფელ გლოლის საბავშვო ბაღში – 6 ,სოფელ ღების სასკოლო მზაობის ჯგუფში -2 , უწერის სასკოლო მზაობის ჯგუფში – 2 და პიპილეთის სასკოლო მზაობის ჯგუფში – 2 აღსაზრდელი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები