მარტვილში სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
ამჟამად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, ადმინისტრაციული შენობები, (ა)აიპ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები დამუშავდა. სამუშაოებს შპს ,,ჰიგია“ ახორციელებს.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.