ლევან დავითაშვილი: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით
„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობის პროგრამაში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და განვითარებაზე, რათა, პოსტპანდემიურ პერიოდში, პანდემიით გამოწვეული კრიზისი სწრაფად დავძლიოთ.
„ყურადღება დაეთმო სოციალურ ასპექტს, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან. აქცენტი გაკეთდა ადამიანების შესაძლებლობების რეალიზებაზე, იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და დაწყებული რეფორმები, რომლებიც, ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით ხორციელდება, გაგრძელდეს. გაკეთდა აქცენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით; ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე და გარემოს დაცვაზე”,-განაცხადა დავითაშვილმა.