სიღნაღში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, აფეთქება სამზარეულოში, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
შემთხვევას ხანძარი არ მოყოლია.
მომხდარის შედეგად დამწვრობა ოჯახის ერთმა წევრმა მიიღო. დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქების შედეგად ორსართულიან სახლში ძირითადად ფანჯრები და კედლები დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები