სამეგრელოში კორონავირუსი 720 პირმა დაამარცხა, დაინფიცირდა 120 მოქალაქე

სამეგრელოში კორონავირუსი 720 პირმა დაამარცხა, დაინფიცირდა 120 მოქალაქე

სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 120 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 720 პირი, ხოლო გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

კორონავირუსით გარდაცვლილი ზუგდიდელი პაციენტი ბათუმის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 121 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სენაკის კოვიდკლინიკა „სენამედში“ 39 კოვიდ პაციენტია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 11-ის მდგომარეობაა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 25 კოვიდპაციენტი, საიდანაც 7- ის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 28 პაციენტი, სენაკის, „ლაზიკა-მედიში“ მკურნალობას 40 მოქალაქე გადის.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 49 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები