აჭარაში კორონავირუსისგან 290 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში დღეის მონაცემებით, კორონავირუსისგან 290 პაციენტი განიკურნა, დაინფიცირდა 139 პირი. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, კორონავირუსის სტატისტიკა გასულ თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც ,,რეგიონულ კვირას“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, კორონავირუსის შემთვევების კლება სხვადასხვა ტიპის დროული ღონისძიებების განხორციელებით განისაზღვრა.
ბათუმის კოვიდ კლინიკები 61-მა პაციენტმა დატოვა. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 603 პირი მკურნალობს, აქედან 32 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.