ამბროლაურში მრავალშვილიან დედას საჩუქრები მერმა გადასცა
ამბროლაურში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას გვანცა ჩიკვილაძეს მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ მეექვსე შვილის, პატარა დავით ქუთათელაძის დაბადება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დავით ქუთათელაძე ამბროლაურის ჯანდაცვის ცენტრში 22 დეკემბერს დაიბადა.
,,უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ოჯახს მეექვსე შვილის დაბადებას. დღეს, რაჭას ყველაზე მეტად სწორედ ბავშვების სიმრავლე სჭირდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება. მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. მინდა საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვო ჯანმრთელობა და შვილთა სიმრავლე ” – განაცხადა ამროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.