სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 279, ქვემო ქართლი – 112, შიდა ქართლი – 145, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 117, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები