ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციამ გატაცებული 16 წლის გოგო იპოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციამ გატაცებული 16 წლის გოგო იპოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

21 წლის ბიჭი და არასრულწლოვანი გოგო ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

გოგონას სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის მეზობელთან ნიშნობაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი რამდენიმე პირმა გაიტაცა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები