ქუთაისში შპს “იმერეთის” ბაზრობის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში შპს “იმერეთის” ბაზრობის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას მოითხოვენ. მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ მხოლოდ მოლები გახსნა. აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებული გახდა ქუჩაში გამოსულიყო. ისინი რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში წასვლით და აქციებით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები