ქვემო ქართლში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 112 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო – ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21”, – განაცხადა, ბადრია სიჭინავამ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24საათში კორონავირუსის ინფექციით 43 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები