კოვიდინფიცირების 1972 შემთხვევიდან 117 კახეთში დადასტურდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1972 შემთხვევიდან, კახეთში 117 გამოვლინდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო – ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.