ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგოს ეძებენ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს.
სავარაუდო გამტაცებლის ოჯახის წევრების თქმით, არასრულწლოვანს და მათ ვაჟს ერთმანეთი უყვარდათ, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება 16 წლის გოგოს ოჯახი. ისინი არასრულწლოვანის ოჯახში დაბრუნებას ითხოვენ.
შემთხვევა 21 დეკემბერს, სოფელ უზუნთალაში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.