ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში საწოლფონდი გაიზარდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში საწოლფონდი გაიზარდა, როგორც სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განმარტავს, დღეიდან კოვიდპაციენტებისთვის საავადმყოფომ 25 თერაპიული საწოლფონდი დაამატა და ამ დროისთვის 105 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში ამ დროისათვის 80 პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან 4 კრიტიკული და 6 მძიმე პაციენტია, დაწესებულებაში სიმპტომატურ მკურნალობას 4 არასრულწლოვანი გადის.