„ჯორჯიან მანგანეზის“ საახალწლო საჩუქარი ბავშვებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები, წინასაახალწლო ტრადიციის ფარგლებში, ჭიათურაში, მე-12 სკოლა -პანსიონს, ზესტაფონში კი ააიპ „ცხოვრების მეგზურს“ ესტუმრნენ.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ბენეფიციარებს საკვები, ტკბილეული და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

„მოგეხსენებათ, წელს პანდემიის გამო მთელი რიგი ღონისძიებები შეზღუდულად ხორციელდება, მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა წლებია აღებული გვაქვს და უყურადღებოდ არასდროს ვტოვებთ, წელსაც დავდგომოდით გვერდში. მოხარული ვარ, რომ მათ გაბედნიერებაში პატარა წვლილი ამჯერადაც შევიტანეთ. მათ კიდევ ერთი ფერადი და ნათელი სადღესასწაულო განწყობა ვაჩუქეთ“, – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები