შუახევის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა.
სხდომას, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ომარ ტაკიძემ საბჭოს განსახილველად მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ისაუბრა, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროგრამებზე და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საბჭოს თავმჯდომარედ, ვასო ხიმშიაშვილი, მდივნად კი, მზია გოგაძე აირჩიეს.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები