რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეკონომიკური განვითარების პროექტში გამარჯვებულებმა პრეზენტაციები გამართეს

შეხვედრა პროექტის გამარჯვებულებთან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად საგრანტო კონკურსის „ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში გამარჯვებულ მეწარმეებთან ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტი განახორციელა. ორი მხარის შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამარჯვებულმა მეწარმეებმა თავიანთი საქმიანობისა და გრანტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს . და მხარეებს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს. ონის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიიპალიტეტის მცირე მეწარმეებმა ხატია წვერავამ – “რაჭული ლორი”,მიხეილ მეტრეველმა – “რაჭული ენდემური ვაზის ჯიშების ახალი სიცოცხლე”, მარიკა შერაზადიშვილმა – “მეფუტკრეთა სერვისი ონის მუნიციპალიტეტში” და დათო ჩაკვეტაძემ – “მევენახეობა-მეღვინეობა ლეჩხუმში” დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადეს და თავიანთი ნაკისრი ვალდებულებების ხარისხიანი შერულების პირობა დადეს. პროექტი და “რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა” LDA Georgia-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება..

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები