გიორგი გახარია: მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობის სტრატეგიული ამოცანა იქნება, მაქსიმალურად დავუკავშიროთ საქართველო ევროკავშირს ყველა განზომილებაში

“ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური თანამშრომლობა, შესანიშნავი სამართლებრივი ჩარჩო და უმთავრესი და სერიოზული პრობლემა იმისა, რომ ამას ვერ ვიყენებთ, არის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების არარსებობა, რასაც ჰქვია ე.წ connectivity, პრობლემები გვაქვს ფიზიკურ წვდომაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობის სტრატეგიული ამოცანა იქნება, ფიზიკურად მაქსიმალურად დაუკავშიროს საქართველო ევროკავშირს ყველა განზომილებაში – კავშირგაბმულობა, გზები, ლოგისტიკა, განათლება, ეკონომიკა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დავუკავშიროთ ფიზიკურად ევროკავშირს და ეს იქნება ამ მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები