საქართველოში ენერგიის ჯამური გენერაცია 5.8 %-ით შემცირდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, 11 თვეში ენერგიის ჯამური გენერაცია წ.წ. 5.8%-ით შემცირდა. გენერაცია წლის დასაწყისიდან მცირდებოდა და პიკს ივნისში მიაღწია (-17% წ.წ). მომდევნო თვეებში დაიწყო აღდგენა და სექტემბერ-ოქტომბერში წლიურად 6.6%-ით და 6.3%-ით გაიზარდა, თუმცა, 6%-მდე შემცირდა ნოემბერში.

გენერაციის კლებასთან ერთად, საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი მცირდება. თბოსადგურების გენერაცია ჯამურად 1.7%-ით არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით და 2.3 ტვტ.სთ. შეადგინა. 2020 წლის 11 თვეში განახლებადი წყაროების გენერაცია უფრო მეტად (-7%) არის შემცირებული, რაც, ძირითადად, ცუდი წყალმოდინების, დაბალი მოთხოვნისა და ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებამ განაპირობა.

განახლებადი ენერგიის წილი 77%-მდე შემცირდა (-1 პ.პ.) და წლის ბოლომდე მოსალოდნელია, 76% შეადგინოს ჯამურ გენერაციაში.

ენგურის წილი ჯამურ გენერაციაში მცირდება და 25%-ია 2020 წლის 11 თვეში, რაც 4%-ით და 9%-ით ნაკლებია 2019 და 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

სეზონური, წყალმოდინებაზე დამოკიდებული ჰესების გენერაცია მკვეთრ ზრდას აჩვენებს შუახევი ჰესის ხარჯზე. აღნიშნული ჰესების ჯამურმა გენერაციამ 3.4ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც +8%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად. აღნიშნული, ძირითადად, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებიდან გამომდინარეობს.

მცირე ზომის ჰესების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა, გენერაცია იკლებს. ოთხ ახალ სიმძლავრის ჰესთან ერთად 71 მცირე ზომის ჰესის ჯამურმა გენერაციამ 0.6 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები